Posts

ორაგულის სათალის მომზადება

Image
საქართველოში სათალი რატომღაც ასოცირდება მხოლოდ ზუთხისებრთა თევზის მარილში გამოყვანილ და შებოლილ პროდუქტთან, არადა სათალი მრავალი სხვადასხვა თევზეულისგან და პროდუქტებისგან შეიძლება მომზადდეს. ამჯერად შემოგთავაზებთ სათალის გამოყვანას ორაგულისგან, თანაც შებოლვის გარეშე. მაშ ასე გთავაზობთ მცირე ვიდეო რგოლებს: ჩემი გადმოსახედიდან დანას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს კულინარიასა და საოჯახო მეურნეობაში. ჩვენს შემთხვევაში სათალი საბოლოოდ უნდა იყოს ლამაზი ნაჭრები და მნიშვნელოვანია თუ როგორ დამუშავდება თევზის ფილე ან ნახევარფილე. თუ თევზე უხეშპირიანი დანით დავჭერით მაშინ თევზის ნაზი ხორცის სტრუქტურა დაიშლება და რა თქმა უნდა დაკარგავს ფორმას. თევზი გავრეცხოთ სათანადოდ და გავაგრძელოთ მასტან მანიპულირება. შემდგომი ეტაპი გახლავთ უკვე თევზთან მუშაობა და დასამარილებლად გამზადება. ვიდეოში ჩანს, რომ თევზს ამოვაცალე ძვლების (ფხების, ხერხემლის) გარკვეული ნაწილი ხოლო ლაყუჩების უკანა სარქვლის ძვლები და ნეკნები დავტოვე ნახევარ ფილეზე, ეს იმისთვისაა საჭირო, რომ ნაჭრებს გამოყვა...